პროფესიონალური გუნდი, თანამედროვე ტექნოლოგიები, დაზღვეული რისკები | |
ბუღალტრული აღრიცხვიდან სტრატეგიულ ფინანსურ მართვამდე — თქვენს გვერდით დგას პროფესიონალებით დაკომპლექტებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური დეპარტამენტი
სწორი საგადასახადო სტრატეგია ამცირებს რისკებს და აძლიერებს ბიზნესს.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საგადასახადო კონსულტაციას, შესაბამისობის სრულ კონტროლს, დეკლარაციებისა და ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო დაგეგმვასა და სტრუქტურირებას, ასევე კლიენტის ინტერესების პროფესიონალურ წარმომადგენლობას სახელმწიფო უწყებებსა და საგადასახადო დავების პროცესში
ჩვენ ვმართავთ ციფრებს — თქვენ მართავთ ბიზნესს.
ზუსტი აღრიცხვა, კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროცესები
სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები იწყება ანალიზით.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ფინანსური სტრატეგიის შემუშავებას, Cash Flow-ის დაგეგმვასა და კონტროლს, ბიუჯეტირებასა და ფინანსურ პროგნოზირებას, KPI სისტემების შექმნა-მონიტორინგს და ფინანსური რისკების ანალიზს
დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც ზრდის ნდობას და ამყარებს სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების საფუძველს.
ჩვენი გუნდი აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ფინანსურ აუდიტს, ამოწმებს ფინანსური ანგარიშგების სიზუსტესა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, აფასებს შიდა კონტროლის ეფექტიანობას და ეხმარება კომპანიებს რისკების იდენტიფიცირებასა და გამჭვირვალობის გაზრდაში
დააფუძნეთ ბიზნესი სწრაფად, უსაფრთხოდ და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიის რეგისტრაციის სრულ ციკლს — დოკუმენტების მომზადებიდან სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციამდე
მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით.
ჩვენი გუნდი SQL-ისა და თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით ამუშავებს და აანალიზებს თქვენს მონაცემებს, რათა მიიღოთ ზუსტი ანგარიშები, დაინახოთ ტენდენციები და გააუმჯობესოთ ბიზნეს პროცესები
Financial Solution · Tbilisi, Georgia
მაღალტექნოლოგიური, კვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ფინანსური დეპარტამენტი.
2017 წლიდან ვეხმარებით ქართულ და საერთაშორისო ბიზნესებს ფინანსური პროცესების ეფექტიან მართვაში. ვაერთიანებთ გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რათა ფინანსური ოპერაციები იყოს სწრაფი, ზუსტი და გამჭვირვალე.
დღეს 130-ზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით — სტარტაპებიდან მზარდ და საშუალო ზომის კომპანიებამდე. მომხმარებელთა 95%-ზე მეტი კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით, რაც ჩვენი ხარისხისა და საიმედოობის საუკეთესო დასტურია.
ჩვენი სამუშაო პროცესები დაფუძნებულია ინოვაციებზე: შიდა Ticketing სისტემა, SLA-ის მონიტორინგი, დავალებების რეალურ დროში კონტროლი და SQL-ზე დაფუძნებული ავტომატიზაციები უზრუნველყოფს ეფექტიანობასა და მაღალ სტანდარტს.
SQL ავტომატიზაცია, შიდა Ticketing სისტემა და რეალურ დროში დავალებების მონიტორინგი
ACCA, IFRS და საგადასახადო პრაქტიკის გამოცდილების მქონე სპეციალისტები
ყველა დავალება სრულდება განსაზღვრული სტანდარტებისა და ვადების დაცვით
მომხმარებლისთვის თითოეული პროცესისა და დავალების სტატუსზე მუდმივი ხილვადობა
ფინანსური და საგადასახადო ოპერაციები მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად
ჩვენი შეცდომის შემთხვევაში რისკი ჩვენს მხარეს არის — პროფესიული დაზღვევა თქვენს ბიზნესს იცავს
სტარტაპიდან mid-market კომპანიებამდე — ყველა ზომა
ღრმა ადგილობრივი ცოდნა, საერთაშორისო სტანდარტები
ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილები არიან — შედეგის გამო
ნებისმიერ შეკითხვაზე 1 საათში ვუბრუნდებით
„Loyal Partners-თან თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა ფინანსური პროცესების მართვა ბუღალტრული და საგადასახადო საკითხების ადმინისტრირებაზე გაცილებით ნაკლებ დროს ვხარჯავთ და სრულად შეგვიძლია ბიზნესის განვითარებაზე ფოკუსირება."
„კომპანიის ზრდასთან ერთად ფინანსური ანგარიშგების ხარისხი და სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა Loyal Partners-ის გუნდმა დაგვეხმარა, რომ ინფორმაცია ყოველთვის დროულად, გამართულად და პროფესიულად ყოფილიყო წარმოდგენილი."
„საგადასახადო და ფინანსური საკითხების მართვაში სანდო პარტნიორის ყოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია Loyal Partners-ის გუნდთან თანამშრომლობა გვაძლევს დარწმუნებას, რომ პროცესები სწორად და სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს."
ვაცნობიერებთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, საჭიროებებსა და მიზნებს, რათა სწორად განვსაზღვროთ თანამშრომლობის ფორმატი
ვაფასებთ არსებულ პროცესებს და გიმზადებთ თქვენზე მორგებულ მომსახურების გეგმას, სამუშაო მოცულობასა და გამჭვირვალე ფასს
ვაორგანიზებთ დოკუმენტაციის, მონაცემებისა და მიმდინარე პროცესების შეუფერხებელ გადმობარებას, რათა თქვენი საქმიანობა არ შეფერხდეს
ვუზრუნველყოფთ ყოველდღიურ კომუნიკაციას, დროულ შესრულებას, რეგულარულ რეპორტინგსა და მუდმივ მხარდაჭერას, რათა თქვენი ფინანსური პროცესები იყოს ეფექტური, კონტროლირებადი და განვითარებაზე ორიენტირებული
დაგვიკავშირდით — გაგვიზიარეთ თქვენი საჭიროება და მომენტალურად მიიღეთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული შეთავაზება
Support@loyalpartners.ge 032 2 444 888